Back To Top

foto1 foto2 foto3 foto4 foto5
The first online shopping guide in Georgia

როგორც ცნობილია, ინტერნეტში ნივთების შეძენისას გადახდა ხორციელდება სხვადასხვა მეთოდით, რომელთაგან ყველაზე მისაღები და პოპულარული არის პლასტიკური ბარათით ანგარიშსწორება. ასევე არსებობს PayPal სისტემა და Google Checkout ან Amazon Payment გადახდის მეთოდები. ამ გზით განხორციელებული ანგარიშსწორება ბევრად უფრო დაცულია და მრავალ ისეთ მაღაზიაში შეძენის საშუალებასაც იძლევა, რომელიც ქართულ საბანკო ბარათებს პირდაპირ არ ღებულობს.

 

რაც მთავარია, სულ უფრო მატულობს იმ ონლაინ მაღაზიების რაოდენობა, სადაც იხილავთ მითითებებს Pay by Google ან Amazon payments, (გადაიხადეთ გუგლისა ან ამაზონის საშუალებით) რაც ჩანს მაღაზიის მიერ ჩამოთვლილ ანგარიშსწორების მეთოდებში მთავარი გვერდის ბოლოში ან გამოწერისას, გადახდის ეტაპზე.
ამ საშუალების გამოსაყენებლად საკმარისია გქონდეთ ანგარიში გუგლზე (რეგისტრირებული ელ.ფოსტა) და amazon.com -ზე. სარგებლობთ იგივე პაროლითა და მომხმარებლის სახელით. 

მაგ.: ვებ გვერდის ბოლოში ჩანს წარწერა google, რაც ნიშნავს, რომ გადახდა შესაძლებელია ამ სისტემითShoeBuy 
ეს კი ამაზონის საგადახდო სისტემის მქონე მაღაზიათა ჩამონათვალი: Amazon payments