Back To Top

foto1 foto2 foto3 foto4 foto5
The first online shopping guide in Georgia

TOP.GE

Ebay - ეს არის აუქციონის ტიპის ყიდვა-გაყიდვის პორტალი, რომლითაც სარგებლობენ როგორც ორგანიზაციები, ასევე კერძო პირები. რამდენადაც Paypal-ი ხელმისაწვდომი გახდა ქართველი მომხმარებლისათვის (რის შესახებაც არის ცალკე თემა), Ebay-ც აღარ არის შორეული ოცნება და სრულიად რეალური სარგებლიანობის წყაროა. იგი მოიცავს ნებისმიერი ონლაინ მაღაზიის ნივთებს, რომლებიც იყიდება გაცილებით იაფად. Ebay-ზე გადახდის მისაღები მეთოდი ძირითადად არის paypal-ი, თუმცა სხვადასხვა მომწოდებელი რამოდენიმე ვარიანტს გვთავაზობს (paypal, საკრედიტო ბარათი ან საბანკო გადარიცხვა)
მართალია, ეს არის აუქციონი, მაგრამ ბევრი ნივთის პირდაპირ შეძენაც არის შესაძლებელი.
აუქციონის პრინციპი ალბათ ყველამ კარგად იცის: აირჩევ ნივთს, დადებ ფსონს და ელოდები დასრულებას. თუკი შენი ფსონი აღმოჩნდება საბოლოო ან შემდეგ აღარავინ დაინტერესდება ამ ნივთით, მოიგებ მას და ამგვარად შეიძენ კიდეც. თუ ნივთისადმი ინტერესი დიდია და სხვა მომხმარებლებიც აქტიურად დებენ ფსონებს, მიყვებით იმ თანხამდე, რომელიც თქვენთვის მისაღებია და თუ უფრო მოიმატა ფასმა აგრძელებთ ან წყვეტთ, საკუთარი შეხედულებისამებრ.

eBay-ზე მყიდველი დაცულია ხელშეკრულებით: Buyer Protection

აუქციონზე რეგისტრაციისათვის გამოიყენეთ თქვენი საცხოვრებელი მისამართი და სასურველია paypal-ის ანგარიშიც მიბმული გქონდეთ ამავე მისამართზე, რადგან Ebay უმეტესად Paypal-დან იღებს Shipping (გზავნის) მისამართს.

მხოლოდ ყურადღება მიაქციეთ გამყიდველის პირობებს, რომელიც ახლავს თითოეული ნივთის აღწერას. თუ მოთხოვნაა, რომ მყიდველის paypal ანგარიში იყოს Verified (დამოწმებული), მოძებნეთ სხვა - ვინც ასეთ პირობას არ აყენებს.
თუ სარგებლობთ გადამზიდავის სერვისით, სარეგისტრაციო ფორმამ შესაძლოა არ მიიღოს თქვენს მიერ შეყვანილი კომპანიის ტელეფონის ნომერი. გახსენით google საძიებო სისტემა და ნახეთ იმ კონკრეტული შტატისა თუ ქალაქის სატელეფონო კოდი, სადაც ეს ფირმა მდებარეობს. შეცვალეთ არსებული კოდი google-ში ნაპოვნით და განაგრძეთ რეგისტრაცია. ამაზე დიდი ხნით არ შევაჩერებთ ყურადღებას, რადგან განსხვავებული არაფერია მონაცემების შეყვანისას.

პირადი მონაცემების შესამოწმებლად/შესაცვლელად/მიმოწერის სანახავად და ა.შ. იყენებთ გვერდის ზემო მარჯვენა კუთხეში განთავსებულ "my Ebay" ბმულს.

სასურველი ნივთის ძიებისას ვარიანტების ჩამონათვალის თავზე არის წარწერები: "all items" (ყველა ნივთი), "Auctions only" (მხოლოდ აუქციონი) და "Buy it now only" (შეიძინეთ ახლავე).

 

არჩევთ საჭიროს, შემდეგ იქვე ნახავთ "Sort By" (დაახარისხე) ჩამოსახსნელ მენიუს, რომელიც იძლევა საშუალებას ნივთები დავალაგოთ სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით: ფასის ზრდადობა, ყველაზე მოთხოვნადი, უფასო გზავნა და ა.შ. (ეს ზოგადად სხვა მაღაზიებისათვისაც იგივეა)

 

ასევე გვერდის მარცხენა მხარეს, მთელს ჩაყოლებაზე არის სხვადასხვა კატეგორიად დასალაგებელი მენიუ, სადაც შედის ისეთი არჩევანი, როგორიცაა: "Ebay Top-rated seller" (წარმატებული გამყიდველები), ადგილმდებარეობა: მხოლოდ ამერიკა/მსოფლიო... სხვა და სხვა.
Ebay-ზე გამყიდველების სანდოობა აღნიშნულია სხვადასხვა ფერის ვარსკვლავებითა და მომხმარებელთა შეფასების მიხედვით. კურსორის ამ ვარსკვლავთან მიტანით თქვენ იხილავთ, თუ რა რაოდენობის გამოხმაურებას ფლობს კონკრეტული გამყიდველი (Feedback Score) და რამდენად მისაღებია ის თქვენთვის.


გამყიდველთან დაკავშირება შეგიძლიათ უშუალოდ მის მიერ წარმოდგენილი და თქვენი არჩეული ნივთის გვერდიდან, ბმულზე ask a question (დასვით კითხვა). იქვე ჩამოწერილია გადახდის რა მეთოდებს ღებულობს ეს პიროვნება თუ კომპანია, სად მდებარეობს და სად აგზავნის ნივთებს.

 



ნივთის შესყიდვის შემდეგ რამოდენიმე ხანში მიიღებთ მეილს თხოვნით, რომ შეაფასოთ სერვისის მომწოდებელი პიროვნება (write a Feedback) და მიცეთ რეკომენდაცია სხვა მომხმარებლების საყურადღებოდ. იგივეს აკეთებს გამყიდველიც თავის მხრივ გაძლევთ შეფასებას. რაც მეტი იქნება პოზიტიური Feedback თქვენს ისტორიაში, მით უფრო გაიზრდება თქვენი სანდოობა.

იბეი არის ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომი საშუალება ერთ სივრცეში აბსოლუტურად ყველა სახეობის პროდუქტის მოძიების და შეძენისათვის.