Back To Top

foto1 foto2 foto3 foto4 foto5
The first online shopping guide in Georgia

 



ინტერნეტ სივრცეში მაღაზიათა რაოდენობა მატულობს და კონკურენცია საკმაოდ მაღალია. თუმცა არის ისეთებიც, რომლებიც განსხვავებულსა და საინტერესო პროდუქციას ათავსებენ. მათ რიცხვს მიეკუთვნება პორტალი ETSY . მაღაზია შეიქმნა 2005 წელს ნიუ იორკში , ბრუკლინის ერთ-ერთ ბინაში და მიზნად ისახავდა ხელოვანთა, შემოქმედთა გაერთიანებას ხელნაკეთი პროდუქციის ერთ სივრცეში გასაყიდად. 2008 წლიდან მოხდა სისტემის სრული რეორგანიზაცია, დაიხვეწა ტექნიკური ასპექტები და გაუმჯობესებული შესაძლებლობებით წარსდგა ფართო საზოგადოების წინაშე. აქ უკვე არა მხოლოდ შეძენა, გაყიდვაც არის შესაძლებელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მკვიდრთათვის, ყოველგვარი ბარიერების გარეშე. თუ თქვენ ქმნით და გსურთ მისცეთ სხვებს საშუალება შეიძინონ უნიკალური პროდუქცია, შეგიძლიათ გახსნათ კუთხე Etsy-ზე - მიიღოთ სიამოვნება და სარგებელი როგორც ორგანიზაციის, ისე კერძო პირის სახით. თავად კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ამისათვის დაგჭირდებათ მხოლოდ 20 ცენტი და შთაგონება. გახსენით მაღაზია .  <


თუ არ გსურთ გაყიდვა და ეძებთ ექსკლუზიურ ნივთებს, არამასობრივი წარმოების საკმაულს ან აქსესუარებს , დარეგისტრირდით ჩვეულებრივად და შემდეგ უკვე სტანდარტულად შეიძენთ, როგორც ნებისმიერ სხვა მაღაზიაში. რეგისტრაციისათვის გარდა ახალი მონაცემების მითითებისა, შესაძლებელია გამოიყენოთ გუგლის ან ფეისბუქის უკვე არსებული ანგარიშები. საინტერესო ინფორმაციის მოსაპოვებლად შეგიძლიათ ეწვიოთ Etsy Blog -ს ან Forum -ს. აქვე გაეცნობით მათ სხვადასხვა მაღაზიას