Back To Top
წარმოგიდგენთ ჩინურ ვებ მარკეტს GearBest (Global) სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა სახის პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასებში პირდაპირ პირველი ხელიდან. შესყიდვის პრინციპი amazon.com და eBay.com ანალოგიურია. არსებობს რეგისტრაციის რამდენიმე ვარიანტი: 1) ჩვეულებრივ პირდაპირი რეგისტრაცია მონაცემების შევსების მეშვეობით ან 2) Facebook და Google უკვე არსებული ანგარიშებიდან:
ნივთის შერჩევისას აუცილებლად გაეცანით შეფასებებს, მომხმარებელთა გამოხმაურებებს და კითხვა-პასუხს, რათა უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღოთ ამა თუ იმ პროდუქტზე. ყურადღებით მიუთითეთ კატეგორია, რაოდენობა და სხვა საჭირო მახასიათებლები, შემდეგ კი სასურველი გზავნის მეთოდი, იქნება ის გადამზიდი კომპანიის საშუალებით თუ პირდაპირ საქართველოში. თქვენი სურვილის შესაბამისად აარჩიეთ უფასო სტანდარტული, თრექინგიანი, სწრაფი და ა.შ. ტრანსპორტირება თუკი არის საშუალება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. How to order
გადახდა შესაძლებელია როგორც ბარათით ასევე PayPal სისტემის საშუალებით, რომელიც უფრო მეტად დაცულია და უსაფრთხო ანგარიშსწორებისთვის.
GearBest იძლევა ქულების დაგროვების შესაძლებლობას რეგისტრაციის 10 ქულიდან დაწყებული, შენაძენის ფასის ეკვივალენტითა და სხვადასხვა სახის გამოხმაურებების ატვირთვით დასრულებული (სიტყვიერი - 10 ქულა, სურათიანი 20 ქულა, ვიდეო - 50 ქულა) და აქტიურია 6 თვის განმავლობაში ფასდაკლებების მისაღებად. 50 ქულა = 1$ ასევე შესაძლებელია ელ.ფოსტაზე მიღებული ან საძიებო სისტემით მოპოვებული ფასდაკლების კუპონების გამოყენებაც. About Points
შეკვეთის გაფორმებიდან რამდენიმე დღეში მიიღებთ გზავნის დასტურს და თრექინგ კოდს (თუ გზავნილს გააჩნია ეს უკანასკნელი). ასევე ატვირთული იქნება თქვენი ამანათის სურათი და სხვა საჭირო ინფორმაცია. მაგ.:
შეძენამდე ან შეძენის შემდეგ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით მაღაზიის მთავარი გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებულ ცოცხალ დახმარებას