Back To Top

foto1 foto2 foto3 foto4 foto5
The first online shopping guide in Georgia

TOP.GE

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გაიხსნა 1947 წელს დაარსებული შვედური ბრენდის, H&M (Hennes & Mauritz), ონლაინ ფილიალი. იგი ცნობილია სიიაფითა და პროდუქციის მრავალფეროვნებით, სტილის დახვეწილობით. აქედან გამომდინარე არის საკმაოდ მოთხოვნადიც, არც ფასდაკლებებისა და აქციების სიმცირეს უჩივის. რადგან ევროპაში, ამერიკისაგან განსხვავებით, ბევრ მაღაზიას ონლაინ შესყიდვის სხვა პრინციპები გააჩნია (შეძენის შემდეგ გადახდა, კრედიტით ყიდვა), ამიტომ ინგლისისა და გერმანიის მაღაზიებიდან შეძენისას ვხვდებოდით ბევრ წინააღმდეგობას, რაც საბოლოოდ ანგარიშის გაუქმებით ან მისამართის დაბლოკვით სრულდებოდა. აქედან გამომდინარე იძულებული ვიყავით გვეძებნა სხვადასხვა გამოსავალი, გვეთხოვა შეეძინათ და ჩამოეტანათ, რაც ყოველთვის მოსახერხებელი არ არის. 

აშშ-ში H&M-ის ინტერნეტ ფილიალის გახსნამ ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი მოსპო და შეძენა ხელმისაწვდომი გახადა. მართალია თავად მაღაზია პრეტენზიულია და ყველა საბანკო ბარათს არ სცნობს, მაგრამ დაკვირვებებისა და ცდების საფუძველზე დადგინდა, რომ 99% შემთხვევაში (დავუტოვოთ 1% გაუთვალისწინებელ ტექნიკურ შეფერხებებს, თანხის უკმარისობას და მსგავს გაუგებრობებს) პროდუქციის შეძენა შესაძლებელია საქართველოს ბანკის American Express ტიპის ბარათის გამოყენებით. [იმისათვის, რომ ბარათზე თანხა არ დაიბლოკოს, გაითვალისწინეთ: 1) Amex-ის და H&M-ზე ანგარიშის მფლობელი პიროვნება უნდა იყოს ერთი და იგივე; 2) გადამზიდავ კომპანიაში ამანათის მიმღებად რეგისტრირდება იგივე პირი; 3) მიმღების სახელი უნდა იყოს უცვლელი. სხვა კომპანიის ტრანსპორტირების სერვისით სარგებლობის არჩევის შემთხვევაში იცვლება მხოლოდ Shipping address-ი H&M-ზე, მიმღების სახელი რჩება იგივე, 4) რამდენიმე სხვადასხვა სახელით ყიდვის ცდისა და ბარათის ბლოკირების შემდეგ იგივე საშუალებით ვეღარ შეიძენთ, რეგისტრირდებით თავიდან ოჯახის სხვა წევრის AmEx-ით და იცავთ პირობებს, მითითებულს 1-2-3 პუნქტებში. თუ მაინც ვერ ახერხებთ შეძენას, დახმარებისათვის მიმართეთ სასურველ გადამზიდავ კომპანიას.]

ახლა კი ცოტა რამ ბრენდის ზომების შესახებ.
მორგებულია ევროპულ სტანდარტებზე, ამდენად ნაწარმის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ხშირ შემთხვევაში nãმჯობესია 1 ან 2 ზომით დიდი შეიძინოთ. ეს ძირითადად ეხება არაწელვად, ღილებიან და ელვა შესაკრავიან ჩასაცმელს. თუ სამოსის შემადგენლობაში შედის წელვადი მასალა (სვიტრი, მაისური), მაშინ იგი ზომის შესატყვისია. პალტო/ქურთუკი შეუკვეთეთ 1 ზომით დიდი (ან 2 თუ მკერდი სრულია და გსურთ ატაროთ შეკრული). ეს აგრეთვე ეხება პიჯაკებსაც. გაითვალისწინეთ, რომ მოცემული ბრენდის ჯინსის შარვლები საკმაოდ სპეციფიურია და ტანზე მოურგებლად ყიდვა არ არის რეკომენდებული, თუმცა თუ ძალიან გსურთ - შეარჩიეთ პროდუქტი, რომლის შემადგენლობაშიც შედის 2% Spandex (სპანდექსი) მაინც. შარვლების ზომა ციფრებში შეესაბამება არა ამერიკულ, არამედ ევროპულ სტანდარტებს (4=34, 6=36 და ა.შ.) ზოგადად კი უმჯობესია საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობა. შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ნივთის სტატუსს კალათში, რაც საწყობშია (in stock) და ხელმისაწვდომია - გაიგზავნება მალევე, რაც არაა(მითითებული იქნება ვადები) - მოგვიანებით.


შეძენის მოკლე ინსტრუქცია: 

ვებ გვერდზე რეგისტრაციისას billing (სარეგისტრაციო) და shipping (გზავნის) მისამართებში უთითებთ გადამზიდი კომპანიის მონაცემებს. ბარათით გადახდისას კი AmEx-ს. ამანათი 1 კვირის ფარგლებში მიდის ამერიკის საწყობში და უახლოესი რეისით იგზავნება საქართველოსაკენ.

შეიძინეთ, მოირგეთ და ისიამოვნეთ თქვენთვის სასურველი პროდუქციით.