Back To Top

foto1 foto2 foto3 foto4 foto5
The first online shopping guide in Georgia

TOP.GE

ფეიფალი www.paypal.com არის გადახდის გაშუალებული სისტემა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას მოვახდინოთ ონლაინ შეძენა მეტად უსაფრთხოდ ან უბრალოდ ვიყიდოთ ისეთი ვებ მაღაზიებიდან, რომელზეც საქართველოში გამოშვებული პლასტიკური ბარათები არ მიიღება და აქვთ PayPal.

ფეიფალზე რეგისტრაციისას ჩამოსაშლელ მენიუში, ქვეყნების სიაში საქართველო უკვე არის და სისტემით სარგებლობა ოფიციალურად შესაძლებელია.

ნივთის შეძენისას თანხა ჯერ ხვდება ფეიფალის სისტემაში და შემდეგ მათგან მიეწოდება უკვე მაღაზიას ან ნებისმიერ კერძო პირს, ვისგანაც იძენთ პროდუქციას.

სისტემით სარგებლობისთვის აუცილებელია იქონიოთ ნებისმიერი საბანკო ბარათი, რომელსაც გააჩნია CVV კოდი.
გისურვებთ წარმატებას!


ანგარიშის გახსნა PayPal-ზე:

2. აირჩიეთ ანგარიშის ტიპი:




3. მიუთითეთ ელ-ფოსტა და შექმენით პაროლი:


 

4. შეიყვანეთ მისამართი:



5. ჩაწერეთ ბარათის ინფორმაცია:





შემდეგი საფეხური - თანხის ჩამოჭრა:

ანგარიშის შექმნისა და ბარათის მიბმის შემდეგ მიიღებთ მეილს/SMS მაშინვე, ან 1-2 სამუშაო დღეში გამოგეგზავნებათ 4 ციფრიანი paypal კოდი - რითიც შეძლებთ საბოლოო გააქტიურებას. შეხვალთ ინტერნეტ ბანკინგში, სადაც 1.5/2$/€-იანი ტრანზაქციის გვერდით ნახავთ რამოდენიმე კოდს. ერთი არის გადარიცხვის კოდი, მეორე - თქვენი ბარათის ბოლო 4 ციფრი და მესამე კი ის, რომელიც ფეიფალის გასააქტიურებლად გჭირდებათ (კოდს ექნება მითითება PAYPAL **** ) თუ არ გაქვთ ბანკინგი, მაშინ რეკავთ/მიდიხართ ბანკში და თხოვთ, რომ გაცნობონ, მხოლოდ სწორად - ხდება, რომ ოპერატორებსაც ეშლებათ. უმჯობესია ჩართოთ SMS Banking-ი და თავად გააკონტროლოთ. გადახდისას გიჩვენებთ ეროვნულ ვალუტასა და გადახდის ვალუტას შორის კურსის სხვაობას. დანაკარგის თავიდან ასაცილებლად გადართეთ აღნიშვნაზე - გადავიხდი მიმღების ვალუტაში, ბარათი კი აიღეთ დოლარის ანგარიშით.


6. შედიხართ paypal.com-ზე, ამატებთ მიღებულ 4 ციფრიან კოდს და ააქტიურებთ ანგარიშს საბოლოო გამოყენებისათვის (Confirm card) ასევე დაადასტურეთ ფეიფალის მეილი (confirm e-mail). ეს ყველაფერი ჩანს მთავარ გვერდზე, მარჯვენა მხარეს. 

P.S. გაითვალისწინეთ, თუ გქონდათ რომელიმე ბარათით Paypal.com-ზე ანგარიშის გახსნის მცდელობა ან გაქვთ სხვა ანგარიში თქვენს სახელსა და გვარზე, ახალი ბარათი ჯობია ოჯახის წევრს ააღებინოთ, რადგან იყო შემთხვევები, როდესაც არსებული მონაცემების გამო ახალი რეგისტრაცია შეყოვნდა ან გადასამოწმებლად შეჩერდა 6 თვით.