• სასარგებლო რჩევები
  • Online Shops
  • როგორ გამოვიწეროთ
  • გამოწერის მაგალითი VS
  • AMAZON.COM

          08.05.2010 - Online Shops-ს დაემატა რამდენიმე ახალი ვებ მაღაზია

31.05.2010 - ვებ მაღაზია "antoniasecrets.com" განმარტებებით

05.06.2010 - კატალოგში დამატებულია კოსმეტიკის ვებ მაღაზიები

13.07.2010 - ახალი თემა "პლასტიკური ბარათები"

 

Main Menu

  • მთავარი
  • პლასტიკური ბარათები
  • ტრანსპორტირება
  • უსაფრთხოება
  • Tracking-ის შესახებ
  • ლექსიკონი
  • PAYPAL-ით სარგებლობა
  • აუქციონი EBAY
  • AntoniaSecrets.com
  • ზომების ცხრილები
  • განბაჟების პროცედურა
  • საავტორო უფლებები

top.ge

 

სასარგებლო რჩევები Print E-mail
Written by ZERE   
Sunday, 24 January 2010 20:20

1. რა არის coupon code და რისთვის გამოიყენება იგი?
ეს არის კოდი, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა ონლაინ მაღაზიაში შეგვიძლია მოვიპოვოთ ფასდაკლებები. არსებობს კოდებისათვის გამოყოფილი ცალკეული ვერ გვერდები, სადაც search-ის (ძიების) მეშვეობით ხდება სასურველი მაღაზიის ფასდაკლებების მოძებნა. ეს შესაძლებელია მარტივად, Google-ის გამოყენებითაც, თუკი საძიებო ველში მივუთითებთ მაგ.: "victorias secret coupon ან promo codes". ასეთი კოდები მოდის მეილის საშუალებითაც დარეგისტრირებულ მყიდველებთან. კოდების საძიებო გვერდებია: www.retailmenot.com, www.tjoos.com, www.couponcabin.com და სხვა მრავალი.

2. როდესაც სასურველი ნივთები არჩეულია და გადავდივართ უშუალოდ გამოწერის პროცესზე, ყურადღებით დააკვირდით მისამართებისა და ბარათის მონაცემების შესაყვან გვერდებს. უმეტეს შემთხვევაში ნახავთ პატარა გრაფას enter promo code ან coupon code (შეიყვანეთ ფასდაკლების კოდი). ეს კოდი თქვენ მოპოვებული გაქვთ საძიებო გვერდების ან უშუალოდ იმ მაღაზიის შემოთავაზებით (მთავარ გვერდზე), რომლიდანაც ახდენთ ნივთის შესყიდვას.

3. საინტერესოა, რომ ამაზონზე დარეგისტრირებული მომხმარებელი ამავდროულად ავტომატურად რეგისტრირებულია ვებ მაღაზიებზე: www.endless.com / www.target.com და შეუძლია გამოიყენოს ერთი username (მომხმარებლის სახელი) და password (პაროლი) შესყიდვებისათვის. (3 მაღაზია = 1 მომხმარებლის სახელი და პაროლი)
იგივე პრინციპი აქვს მაღაზიას oldnavy. შეგიძლიათ ერთი რეგისტრაციით ისარგებლოთ მაღაზიებში piperlime.com, bananarepublic.com, gap.com და athleta.com (5 მაღაზია = 1 მომხმარებლის სახელი და პაროლი)

4. თუ პირველად იწერთ რომელიმე მაღაზიიდან და არ ხართ დარწმუნებული, გავა თუ არა თქვენი ბარათი მათ სისტემაში - ან თუ გარისკეთ და თანხა დაგებლოკათ ხოლო შეკვეთა გაუქმებულია...შეგიძლიათ მიმართოთ ბანკს, წარუდგინოთ გაუქმების შესახებ მოსული ელექტრონული შეტყობინება და აღადგენინოთ თანხა ხელმისაწვდომ სტატუსში. (უმეტესად ეს მეთოდი წარმატებულია, დამოკიდებულია ბანკზე)

5. თუ თქვენ მოგეწონათ რომელიმე ვებ მაღაზია, რომელიც მდებარეობს ევროპის ქვეყნებში - ნუ აღელდებით. გამოწერა შესაძლებელია, მთავარია ქვეყნების ჩამონათვალში ქონდეს USA. გადაგზავნით გადამზიდის ამერიკულ მისამართზე და შემდეგ ისინი ჩვეულებრივ ჩამოიტანენ საქართველოში.

6. თუ ონლაინ მაღაზია, რომელსაც სიაში საქართველო არ აქვს, გადამზიდის billing (სარეგისტრაციო) და Shipping (გზავნის) მისამართების შევსებისას ანკეტაში არ ღებულობს მითითებულ ტელეფონის ნომერს, დააკვირდით, ხომ არ არის მინიშნება სადმე, რომ ნომერი უნდა იყოს დაწერილი ტირეებით, კოდით ან მათ გარეშე. სცადეთ სხვადასხვა ვარიანტი. მაგ.: ***-***-**-** , ***-*******, ********** და ა.შ.

7. ფასდაკლებების დროს ხშირად ხდება, რომ სასურველი ნივთი აღარ არის საწყობში (Backordered) და მიწერილია თარიღი, თუ როდის შეიძლება ყიდვა.
ჯობია ასეთი ნივთი საერთოდ არ ჩააგდოთ კალათში, რადგან უმეტესობა შემთხვევაში ის აღარ ბრუნდება გაყიდვაში და შემდეგ უნდა წეროთ წერილები, რომ თანხა დააბრუნონ ან შეცვალონ სხვა ნივთით.

8. თუ გამოწერისას შიდა (ამერიკაში) გადამზიდი არის USPS საფოსტო კურიერი, ეცადეთ ისეთ დროს შეიძინოთ, რომ მიტანა არ დაემთხვეს შაბათ-კვირას, რადგან ჩაბარებისას არ ითხოვენ ხელმოწერას (Signature) ან ტოვებენ პირდაპირ მითითებული მისამართის ეზოში/კართან. ამ დროს გადამზიდი არაა დამნაშავე ამანათის დაკარგვაში და არ ეკისრება პასუხისმგებლობა.

9. როდესაც მაღაზია ამანათს გადაცემს ფოსტას ადრესატამდე მისატანად, საჭიროა 12-დან 24 საათამდე პერიოდი, რომ ფოსტის ვებ გვერდზე მოხდეს გზავნილის ადგილმდებარეობის/გადაადგილების ასახვა. მანამდე დაიხანავთ მხოლოდ წარწერას electronic shipping notice received ან electronically notified. ეს გულისხმობს, რომ ფოსტას ელექტრონული სახით გადაეცა ინფორმაცია ახალი გზავნილის შესახებ.

10. ონლაინ აუქციონზე bidz.com სამკაულის ან სხვა. მოგებისას თუ თქვენ თვლით, რომ აღარ გსურთ შეძენა - უკავშირდებით Live Chat (ონლაინ დახმარება) ოპერატორს და გააუქმებინებთ შედეგებს.

 

11. რამდენადაც განბაჟებამდე ლიმიტი შეადგენს 300 ლარს, ქვეყნის საზღვარზე ერთ დღეს შემოსული ამანათების ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 300-ს. სხვა შემთხვევაში მოგიწევთ განბაჟება. დაიტოვა თუ არა თქვენი ამანათი საბაჟომ, შეგიძლიათ იხილოთ ფინანსთა სამინისტროს ბმულზე Tracking ნომრის მითითებით. 300 ლარი არის მხოლოდ ნაყიდი ნივთების ღირებულება შიდა და საერთაშორისო გადაზიდვის გარეშე. 

12. ვებ მაღაზიაზე JCP.com რეგისტრაციისას BILLING მისამართის ანკეტაში City/Region/Zip code გრაფაში ვწერთ (მაგალითისათვის) Tbilisi / Vake / 0179 , ხაზსა და სიტყვას შორის სივრცით.

Last Updated on Thursday, 04 March 2010 06:36
 

Banner






ჰოსტინგი Serv.Ge

ამინდი

Weather Forecast | Weather Maps

Zere.ge, All Rights Reserved (c) zere.ge 2010 - supported by serv.ge