• სასარგებლო რჩევები
  • Online Shops
  • როგორ გამოვიწეროთ
  • გამოწერის მაგალითი VS
  • AMAZON.COM

          08.05.2010 - Online Shops-ს დაემატა რამდენიმე ახალი ვებ მაღაზია

31.05.2010 - ვებ მაღაზია "antoniasecrets.com" განმარტებებით

05.06.2010 - კატალოგში დამატებულია კოსმეტიკის ვებ მაღაზიები

13.07.2010 - ახალი თემა "პლასტიკური ბარათები"

 

Main Menu

  • მთავარი
  • პლასტიკური ბარათები
  • ტრანსპორტირება
  • უსაფრთხოება
  • Tracking-ის შესახებ
  • ლექსიკონი
  • PAYPAL-ით სარგებლობა
  • აუქციონი EBAY
  • AntoniaSecrets.com
  • ზომების ცხრილები
  • განბაჟების პროცედურა
  • საავტორო უფლებები

top.ge

 

ფეიფალი -PayPal Print E-mail
Written by ZERE   
Wednesday, 10 February 2010 05:52

ფეიფალი www.paypal.com არის გადახდის გაშუალებული სისტემა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას მოვახდინოთ ონლაინ შეძენა მეტად უსაფრთხოდ ან უბრალოდ ვიყიდოთ ისეთი ვებ მაღაზიებიდან, რომელზეც საქართველოში გამოშვებული პლასტიკური ბარათები არ მიიღება და აქვთ PayPal.
როგორც იცით, ფეიფალის ჩამოსაშლელ მენიუში, ქვეყნების სიაში საქართველო არ შედის და ამდენად ბევრს გონია, რომ სისტემით სარგებლობა შეუძლებელია. (წესითა და კანონით, ასეც არის) თუმცა არაერთი ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა და დადასტურდა, რომ PayPal-ზე ებმება პროკრედიტ ბანკის ბარათები. ამბობენ, რომ ტაო პრივატ ბანკის ბარათებიც მუშაობს ამავე ხერხით, თუმცა მე პირადად მინახავს და მაქვს მხოლოდ პროკრედიტ ბანკით.
ნივთის შეძენისას თანხა ჯერ ხვდება ფეიფალის სისტემაში და შემდეგ მათგან მიეწოდება უკვე მაღაზიას ან ნებისმიერ კერძო პირს, ვისგანაც იძენთ პროდუქციას. ერთი მეტად საყურადღებო და საგულისხმო ნიუანსი - მისამართის მითითებისას ანკეტაში ჩაწერეთ ქვეყანა უკრაინა ან თურქეთი და მისამართი თქვენი (ან იქაური, თუ იცნობთ ვინმეს), ტელეფონის ნომერიც მოიძიეთ შესატყვისი. ამ მეთოდით თქვენი ანგარიში იქნება დადასტურებული (Verified). ამერიკის მისამართის მითითების შემთხვევაში პრინციპი რჩება იგივე, ხოლო ანგარიში არის დაუდასტურებელი (unverified), რის გამოც იზღუდება ისეთ მაღაზიებში შეძენა, რომლებიც აუცილებლად დადასტურებულ მყიდველს ითხოვენ. {თუმცა მე პირადად ამერიკის მისამართით მაქვს და წარმატებით ვიყენებ, ვეცნობი პირობებს და პრეტენზიულ მაღაზიებს ვერიდები } ბოლო დროს უკრაინა/თურქეთით დარეგისტრირებისას ზოგ მომხმარებელს მოთხოვეს დენის ან გაზის გადახდის ქვითრის ასლი, მისამართის დასადასტურებლად. ამერიკულ მისამართებზე ჯერჯერობით მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა დაფიქსირებული.

იდეალური ვარიანტია გქონდეთ 2 ბარათი გაფორმებული paypal-ზე (ერთი თქვენზე, მეორე ოჯახის სხვა წევრზე), 1 ამერიკულ და 2 უკრაინა/თურქულ მისამართზე; გამოიყენებთ თითოეულს საჭიროების მიხედვით.

გზავნის მისამართად იყენებთ იმ გადამზიდი კომპანიის მისამართს, რომლის მომსახურებაც თქვენთვის უფრო მისაღებია და მოსახერხებელი.
შენიშვნა: ProCredit ბანკში პლასტიკური (Visa Classic სადებეტო) ბარათის შეკვეთისას [35 ლარი] ასევე გაააქტიურეთ ინტერნეტ ბანკინგიც [10 ლარი].

ანგარიშის გახსნა ფეიფალ-ზე:

2. ირჩევთ ქვეყანას (მაგალითზეა უკრაინა), ენას და აგრძელებთ:



3. ავსებთ ანკეტას სრულად და ყურადღებით, დასრულებისას დაინახავთ ქვემოთ მოცემულ ვარიანტს. ანგარიში შექმნილია, რის დადასტურებასაც მიიღებთ მეილზე. 
საფოსტო კოდისათვის გამოდგება ეს ბმული უკრაინის მისამართები - ტელეფონის ნომერი შეგიძლიათ ნახოთ www.google.com ზე
state/province/region - აქ მიუთითეთ იგივე ქალაქის სახელი (ბარათის მონაცემების შევსებისას აუცილებელია ანგარიშზე იყოს მინიმალური თანხა 1.95$ - რაც ჩამოიჭრება ანგარიშის გასააქტიურებლად, ხოლო შემდეგ დაბრუნდება უკან)

 

ან 4. შედიხართ ფეიფალზე My Account ---> profile ---> Add/Edit credit card



ავსებთ ბარათის მონაცემებს:



შემდეგ აჭერთ LINK AND CONFIRM MY CARD:



შემდეგი საფეხური - თანხის ჩამოჭრა:




ანგარიშის შექმნისა და ბარათის მიბმის შემდეგ მიიღებთ მეილს, რომ 3-4 სამუშაო დღეში გამოგეგზავნებათ 4 ციფრიანი paypal კოდი - რითიც შეძლებთ ანგარიშის საბოლოო გააქტიურებას. შეხვალთ ინტერნეტ ბანკინგში, სადაც 1.95$-იანი ტრანზაქციის გვერდით ნახავთ რამოდენიმე კოდს. ერთი არის გადარიცხვის კოდი, მეორე - თქვენი ბარათის ბოლო 4 ციფრი და მესამე კი ის, რომელიც ფეიფალის გასააქტიურებლად გჭირდებათ (კოდს ექნება მითითება PAYPAL **** ) თუ არ გაქვთ ბანკინგი, მაშინ რეკავთ ბანკში და თხოვთ, რომ გიკარნახონ, მხოლოდ სწორად - ოპერატორებსაც ეშლებათ ერთმანეთში.



5. შედიხართ paypal.com-ზე, ამატებთ მიღებულ 4 ციფრიან კოდს და ააქტიურებთ ანგარიშს საბოლოო გამოყენებისათვის

P.S. გაითვალისწინეთ, თუ გქონდათ რომელიმე ბარათით Paypal.com-ზე ანგარიშის გახსნის მცდელობა ან გაქვთ სხვა ანგარიში თქვენს სახელსა და გვარზე, ახალი ბარათი ჯობია ოჯახის წევრს ააღებინოთ, რადგან იყო შემთხვევები, როდესაც არსებული მონაცემების გამო ახალი რეგისტრაცია შეყოვნდა ან გადასამოწმებლად შეჩერდა 6 თვით.

Last Updated on Tuesday, 17 August 2010 11:15
 

Banner






ჰოსტინგი Serv.Ge

ამინდი

Weather Forecast | Weather Maps

Zere.ge, All Rights Reserved (c) zere.ge 2010 - supported by serv.ge