• სასარგებლო რჩევები
  • Online Shops
  • როგორ გამოვიწეროთ
  • გამოწერის მაგალითი VS
  • AMAZON.COM

          08.05.2010 - Online Shops-ს დაემატა რამდენიმე ახალი ვებ მაღაზია

31.05.2010 - ვებ მაღაზია "antoniasecrets.com" განმარტებებით

05.06.2010 - კატალოგში დამატებულია კოსმეტიკის ვებ მაღაზიები

13.07.2010 - ახალი თემა "პლასტიკური ბარათები"

 

Main Menu

  • მთავარი
  • პლასტიკური ბარათები
  • ტრანსპორტირება
  • უსაფრთხოება
  • Tracking-ის შესახებ
  • ლექსიკონი
  • PAYPAL-ით სარგებლობა
  • აუქციონი EBAY
  • AntoniaSecrets.com
  • ზომების ცხრილები
  • განბაჟების პროცედურა
  • საავტორო უფლებები

top.ge

 

განბაჟების პროცედურა Print E-mail
Written by Kate789   
Friday, 05 March 2010 21:14

პირველ რიგში იხილეთ ფინანსთა სამინისტროს მიერ განთავსებული სახელმძღვანელო შემდეგ ბმულზე: როგორ შევავსოთ ანკეტა
შემდეგ კი პირად მაგალითზე განხილული პროცესი -
[დიდი მადლობა  Kate789-ს პირადი გამოცდილების გაზიარებისათვის]

როგორც მოგეხსენებათ ერთ-ერთი ჩვენთვის “საშიში” პროცედურაა იმ ტვირთთან ურთიერთობა, რომელიც 300 ლარს აღემატება. უპირველეს ყოვლისა, გადამზიდ კომპანიას  ეკითხებით რა თანხა დაჯდა ტვირთის ტრანსპორტირება და თრექინგის ნომერს, იხდით გადაზიდვის საფასურს.


განბაჟება შემდეგნაირად ხდება:
- შედიხართ საფოსტო გზავნილების საიტზე. კერძოდ კი http://www.posta.gov.ge , გრაფაში წერთ თრექინგის ნომერს და აწვებით - "ძებნა"-ს.
("ინსტრუქცია" სასურველია გადმოწეროთ, თუმცა ეს აბსოლუტურად თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. აუცილებელი არ არის.) იხილეთ სურათი.



შემდეგ დაიწერება, რომ ეს ტვირთი არის 300 ლარზე მეტი ღირებულების, ამიტომ საჭიროებს განბაჟებას.
დააჭერთ ღილაკს "განბაჟება".
და აქ უკვე იწყებთ შევსებას.
განვიხილოთ მაგალითი ჩემს მიერ გამოწერილ ლეპტოპზე მე-2 სურათის მიხედვით:



პირადი ნომერი: შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი.
სახელსა და გვარს არ წერთ.
ტრანსპორტირების და სხვა ხარჯი: ეს ის თანხაა, რაც რეალურად დაჯდა საქონლის ჩამოტანა. ჩემს შემთხვევაში ესაა 83 ლარი. ამას გადამზიდი კომპანია შეგატყობინებთ.  საქონლის კოდი: დააჭერთ გადიდების ღილაკს და მოძებნით შესაბამის კოდს.
ლეპტოპის შემთხვევაში იყო 8471, რადგან ამ კოდის დანიშნულება შემდეგგვარია:
”8471 გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები; მაგნიტური ან ოპტიკური წამკითხავი მოწყობილობები, მონაცემების ინფორმაციის მატარებლებზე კოდირებული ფორმით გადამტანი მანქანები და მანქანები მსგავსი ინფორმაციის დამუშავებისათვის, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი:
საქონლის დამატებითი აღწერა: პორტატული კომპიუტერი ან ლეპტოპი.”
რაოდენობა: აქ წონას წერთ (ასე მითხრეს საბაჟოზე). ჩემს შემთხვევაში 5.6
ფასის ტიპი: ინვოისის.
ღირებულება: ანუ რაც გადაიხადეთ საიტზე ნივთის ყიდვისას. (ჩემს შემთხვევაში 779.61) და დააჭერთ "დამატება"-ს.
ქვევით, "დამატებული საქონელი"-ს გრაფაში, უკვე გაჩნდება თქვენს მიერ გატარებული საქონელი და ისიც გამოჩნდება, თუ რამდენი უნდა შეიტანოთ ბიუჯეტის ანგარიშებზე.
შემდეგ დააჭირეთ "გადათვლა დღევანდელი კურსით"-ს.

თუ დღეს შეავსეთ და ხვალ აპირებთ გადახდას, აუცილებელია ხვალაც refresh-ი გაუკეთოთ და ისევ დააჭიროთ ღილაკს "გადათვლა დღევანდელი კურსით", რადგან ეროვნული კურსის ცვლილებამ არ გამოიწვიოს ის, რომ თქვენ რამდენიმე თეთრით ან მეტი, ან ნაკლები შეიტანოთ.
ამის შემდეგ გადამზიდი კომპანია ინფორმაციას დაინახავს თავის სისტემაში. თუ არ დაინახა, ე. ი. სადღაც რაღაც შეცდომა გაქვთ დაშვებული.
გამოჩნდება მსგავსი ფანჯარა:




ამობეჭდავთ, წახვალთ ბანკში და გადაიხდით.  აკეთებთ გადარიცხვას ზუსტად ამ სახაზინო კოდების მიხედვით. ბანკის ოპერატორმა უნდა დაარტყას ორი ბეჭედი (და არა ერთი, როგორც არასაბაჟო საბიუჯეტო კოდებზე გადარიცხვის შემთხვევაში) 1 - ჩვეულებრივი 2 - ბეჭედი "განაღდებულია".
მას შემდეგ, რაც ბანკში გადაიხდით, მიდიხართ ისევ ინტერნეტიან კომპიუტერთან და აჭერთ ღილაკს "რეგისტრაცია". ანუ სანამ არ გადაიხდით, მანამდე არ აჭერთ. კიდევ ფანჯარა გამოვა, "დიახ"-ს დააჭერთ. ამის შემდეგ გადამზიდი კომპანია მოგაწვდით ქვითარს, რაც აუცილებლად უნდა მიიტანოთ საბაჟოზე.
(პირადი მაგალითი:
ბანკში გადახდის შემდეგ საბაჟოზე წავედი. ანუ "რეგისტრაცია"-ზე არ დამიჭერია, რამაც გამოიწვია ის, რომ საბაჟოს საიტზე ტვირთი დარეგისტრირებული არ იყო. არ ატეხოთ განგაში. იქვე, საბაჟოსთან არის რამდენიმე ჯიხური და შიგნით მყოფი თანამშრომლების მიერ ხდება ოპერაციის წარმატებით დასრულება. ასე რომ ამის გამო არც სახლში გაბრუნდეთ, არც ინტერნეტიან კომპიუტერზე გამოაცხადოთ ძებნა)

შემდეგ საბაჟოზე მოგცემენ ქვითარს, სადაც წერია რამდენი უნდა გადაუხადოთ უშუალოდ საბაჟოს. ფიქსირებული გადასახადი არის 10 ლარი, მაგრამ იმის მიხედვით, თუ რამდენი ზედმეტი დღე გაჩერდა ტვირთი, იხდით მეტს. პირადად 27.5 ლარი გადავიხადე (10+17.5) სალაროში თანხის შეტანის შემდეგ დადგებით ტერმინალთან და დაელოდებით ტვირთს.


ყურადღება:
1) აუცილებლად თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა/პასპორტი)
2) თქვენს მაგივრად სხვას არ მისცემენ ტვირთს. მინდობილობით ტვირთის გაცემა არ ხდება.

P.S. განბაჟება კერძო პირებისათვის ხდება დადიანის ქ. No 30-ში.

წარმატებულ განბაჟებას გისურვებთ.

Last Updated on Monday, 05 July 2010 06:11
 

Banner






ჰოსტინგი Serv.Ge

ამინდი

Weather Forecast | Weather Maps

Zere.ge, All Rights Reserved (c) zere.ge 2010 - supported by serv.ge