top.ge
| აუქციონი EBAY |
|
|
| Written by ZERE |
| Sunday, 18 April 2010 12:28 |
|
Ebay - ეს არის აუქციონის ტიპის ყიდვა-გაყიდვის პორტალი, რომლითაც სარგებლობენ როგორც ორგანიზაციები, ასევე კერძო პირები. რამდენადაც Paypal-ი ხელმისაწვდომი გახდა ქართველი მომხმარებლისათვის (რის შესახებაც არის ცალკე თემა), Ebay-ც აღარ არის შორეული ოცნება და სრულიად რეალური სარგებლიანობის წყაროა. იგი მოიცავს ნებისმიერი ონლაინ მაღაზიის ნივთებს, რომლებიც იყიდება გაცილებით იაფად. Ebay-ზე გადახდის მისაღები მეთოდი ძირითადად არის paypal-ი, თუმცა სხვადასხვა მომწოდებელი რამოდენიმე ვარიანტს გვთავაზობს (paypal, საკრედიტო ბარათი ან საბანკო გადარიცხვა) აუქციონზე რეგისტრაციისათვის გამოიყენეთ ამერიკის (გადამზიდი კომპანიის) მისამართი და სასურველია paypal-ის ანგარიშიც მიბმული გქონდეთ ამერიკულ მისამართზე, რადგან Ebay უმეტესად Paypal-დან იღებს Shipping (გზავნის) მისამართს.
მხოლოდ ყურადღება მიაქციეთ გამყიდველის პირობებს, რომელიც ახლავს თითოეული ნივთის აღწერას. თუ მოთხოვნაა, რომ მყიდველის paypal ანგარიში იყოს Verified (დამოწმებული), მოძებნეთ სხვა - ვინც ასეთ პირობას არ აყენებს. პირადი მონაცემების შესამოწმებლად/შესაცვლელად/მიმოწერის სანახავად და ა.შ. იყენებთ გვერდის ზემო მარჯვენა კუთხეში განთავსებულ "my Ebay" ბმულს. სასურველი ნივთის ძიებისას ვარიანტების ჩამონათვალის თავზე არის წარწერები: "all items" (ყველა ნივთი), "Auctions only" (მხოლოდ აუქციონი) და "Buy it now only" (შეიძინეთ ახლავე).
არჩევთ საჭიროს, შემდეგ იქვე ნახავთ "Sort By" (დაახარისხე) ჩამოსახსნელ მენიუს, რომელიც იძლევა საშუალებას ნივთები დავალაგოთ სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით: ფასის ზრდადობა, ყველაზე მოთხოვნადი, უფასო გზავნა და ა.შ. (ეს ზოგადად სხვა მაღაზიებისათვისაც იგივეა)
ასევე გვერდის მარცხენა მხარეს, მთელს ჩაყოლებაზე არის სხვადასხვა კატეგორიად დასალაგებელი მენიუ, სადაც შედის ისეთი არჩევანი, როგორიცაა: "Ebay Top-rated seller" (წარმატებული გამყიდველები), ადგილმდებარეობა: მხოლოდ ამერიკა/მსოფლიო... სხვა და სხვა.
მნიშვნელოვანია, რომ გაუგებრობის შემთხვევაში არ შეხვიდეთ პოლემიკაში პრობლემატურ გამყიდველთან, რადგან შესაძლებელია გადამოწმდეს თქვენი Paypal ანგარიში და მოხდეს მისი დეაქტივაცია შეუსაბამობის მოტივით. |
| Last Updated on Tuesday, 20 April 2010 18:16 |














