top.ge
| პლასტიკური ბარათები |
|
|
| Written by ZERE |
| Sunday, 11 July 2010 08:45 |
|
პლასტიკური ბარათი (სადებეტო თუ საკრედიტო) არის ფულის (გადახდის საშუალების) ალტერნატივა, გაცილებით უფრო ადვილი თან სატარებლად და მოსახერხებელი ყიდვისას. მას შეიძლება ვუწოდოთ ელექტრონული ჩეკიც, რამდენადაც ოპერაციები სრულდება ვირტუალურ-ელექტრონულ დონეზე. ყველა სხვა დანიშნულებასთან ერთად, პლასტიკური ბარათი შეუცვლელია ინტერნეთ შოფინგისას. დღესდღეობით საქართველოში წარმოდგენილი თითქმის ყველა ბანკის ბარათი გამოდგება ელექტრონული კომერციისათვის. გამონაკლისს წარმოადგენს ვიზა ელექტრონი და მასთერქარდის ის ბარათები, რომელთაც უკანა მხარეს მარჯვენა კუთხეში არ გააჩნია დამატებითი დამცავი სამნიშნა კოდი "CVV, CID, CVC ან CVV2". [Discover, Mastercard, Visa - 3 ნიშნა, ხოლო AmEx - 4 ნიშნა] თითოეულ ბანკს გააჩნია სხვადასხვა სახის პროდუქტი, შეთავაზება და გნებავთ აქცია , რომელიც აძლევს მომხმარებელს საშუალებას გააანალიზოს პირობები და აარჩიოს მისთვის საუკეთესო. არის ელექტრონული კომერციისათვის განგებ შექმნილი ბარათები, რომლებიც უფრო მეტადაა მორგებული ონლაინ შესყიდვის სპეციფიკას. მაგალითისათვის: E-Card ქართუ ბანკის ი-ქარდი , შექმნილი ონლაინ შოფინგისათვის. უსაფრთხო შესყიდვებისათვის აუცილებელია დაიცვათ რამდენიმე პირობა, რის შესახებაც ინფორმაციას იხილავთ ბმულზე უსაფრთხოება ონლაინ შოფინგისას . თუ თქვენ პირადად არ გაქვთ ბარათი, შეგიძლიათ მოახდინოთ შესყიდვა ოჯახის წევრის ბარათებით. სასურველია რომ ბილინგის მისამართი შეივსოს ბარათის მფლობელის სახელზე. ასევე გაითვალისწინეთ, საკრედიტო (ბანკის მიერ კრედიტად გამოყოფილი თანხა) ბარათით ონლაინ შოფინგი არ არის 100% უსაფრთხო.
|
| Last Updated on Tuesday, 13 July 2010 06:42 |









