Back To Top

foto1 foto2 foto3 foto4 foto5
The first online shopping guide in Georgia

TOP.GE



იასპი (სპარსულიდან "საგანძურის მცველი") მიკროკვარცი, ქალცედონის სახეობაა. რკინის შემცველობის გამო მისი ძირითადი ფერი მოყავისფრო წითელია, თუმცა აგრეთვე მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი, ნაცრისფერი, შავი, ჭრელი და იშვიათად ლურჯიც არსებობს. ნახევრადძვირფასია, გამოიყენება საიუველირო ნაწარმში. ნახსენებია უძველეს წერილობით წყაროებში, როგორც ინისა და იანის ენერგიის დამაბალანსებელი.
მოიპოვება მსოფლიოს უმეტეს რეგიონში. ცნობილი მეტაფორები - სიდინჯის, სიმშვიდის ქვა. მისგან დამცავ თილისმებს ამზადებენ. ასტროლოგიურად შეესაბამება თხის რქას, მერწყულსა და თევზებს. JASPER



ამეთვისტო კვარცის იასამნისფერი ნაირსახეობაა და უმეტესად სამკაულის დასამზადებლად გამოიყენება. სახელი მომდინარეობს ძველი ბერძნულიდან და არატოქსიკურს - ἀμέθυστος (ἀ-"უ" μέθυστος - "შხამო") ნიშნავს. თქმულებების მიხედვით ამეთვისტო მაგიურ უნარებს ფლობს, ამშვიდებს და ხელს უწყობს ემოციურ სტაბილურობას. ისტორიულ ეპოქაში ათავსებდნენ ღვინიან ან სასმისიან ჭიქაში, რათა თრობა ან მოწამლვა აერიდებინათ. იფარავს ცდუნებებისგან. იმპერატორი ეკატერინე დიდი ქვის მოსაპოვებლად ურალს მიღმა საგანგებო ექსპედიციებს გზავნიდა, იყო კარდინალებისა და ეპისკოპოსების მოსართავი. გასათვალისწინებელია რომ ულტრაიისფერი სხივების პირდაპირი ხანგრძლივი ზემოქმედებისა და მაღალი ტემპერატურის გავლენით ქვა კარგავს შეფერილობას და ხდება თითქმის უფერო. მისი ყველაზე დიდი საბადოები მდებარეობს მადაგასკარზე, ბრაზილიასა და ურუგვაიში, თუმცა ზოგადად გაფანტულია მთელ მსოფლიოში. ასტროლოგიურად შეესაბამება თევზებს. AMETHYST



 

თურმალინი - სინგალური ენიდან - tura mali - ანუ მრავალფერადი - ნახევრად ძვირფასი ქვაა.
არსებობს მისი ნაირფერი სახეობა:
უფერო (აქროიტი), ვარდისფერი (რუბელიტი), ლურჯი (ინდიგოვიტი), მწვანე (ვერდელიტი), ყვითელი (თურმალინი), მოყავისფერო-ყვითელი (ბიურგერიტი) და შავი (შერლი).
ძველი ეგვიპტური ლეგენდის მიხედვით დედამიწის წიაღიდან ამოსვლისას მან ცისარტყელაში გაიარა. ევროპაში შეიტანეს ჰოლადნიელმა ზღვაოსნებმა კუნძული ცეილონიდან. რამდენიმე სახეობა განათების მიხედვით იცვლის ფერს. თითოეული ქვა განსხვავებული და უნიკალურია. უძველესი დროიდან ანიჭებდნენ სიყვარულისა და მეგობრობის მფარველის მნიშვნელობას. თურმალინს ამჟამად ძირითადად მოიპოვებენ შრილანკაზე, სამხრეთ და სამხრეთ დასავლეთ აფრიკაში, ბრაზილიაში. ყველაზე დიდი მათგანი, 1 მეტრი სიგრძის, 1978 წელს იქნა აღმოჩენილი. ზოდიაქოს მიხედვით შეესაბამება სასწორს. TOURMALINE



ლალი ყველაზე მყარი ალმასის შემდეგ, სანსკრიტზე მეფედ "ratnaraj - राजा" წოდებული. წითელი - ვნებისა და ძალაუფლების, მრისხანებისა და სიყვარულის ფერი. 
უძველეს კულტურებში აიგივებდნენ სისხლთან და სჯეროდათ, რომ ამ ქვას ქონდა სიცოცხლის მინიჭების მაგიური ძალა, ავი თვალისა და სულებისგან იცავდა. მებრძოლებს ატანდნენ, როგორც უძლეველობის სიმბოლოს და განგების მიერ შექმნილი 12 ძვირფას ქვას შორის ყველაზე მნიშვნელოვანს უწოდებდნენ. დასავლეთის კულტურის ჩამოყალიბებისა და გაძლიერების შემდეგ ლალმა ფეხი მკვიდრად მოიკიდა სამეფო კარებზე როგორც ჯანმრთელობის, სიმდიდრის, სიყვარულისა და წარმატების სიმბოლომ. არანაკლებ ფასობს დღესაც. ასტროლოგიურად შეესაბამება მზეს და ივლისის თვეში დაბადებულთა მფარველია. ასევე რეკომენდებულია ლომის, მორიელისა და კირჩხიბის ნიშნებისთვის. RUBY