Back To Top

foto1 foto2 foto3 foto4 foto5
The first online shopping guide in Georgia

ნებისმიერი აქცია თუ მარკეტინგული სვლა მიმართულია მომხმარებლის მოზიდვისა და მეტი შემოსავლის მიღებისაკენ, თუმცა გაყიდვების საერთო მაჩვენებლის მიხედვით, არის კონკრეტული პერიოდები, როდესაც შეძენა განსაკუთრებით მომგებიანია და არც მყიდველი რჩება უკმაყოფილო.

გასათვალისწინებელია, რომ პოპულარულ დღესასწაულებთან შედარებით უფრო მომგებიანი შეიძლება იყოს კონკრეტული მაღაზიის მიერ განხორციელებული ლიკვიდაციისა ან სეზონური ფასდაკლების აქცია. "იყიდე ერთი და მიიღე მეორე უფასოდ/ნახევარ ფასად, მოაგროვე ქულები და აქციე თანხად" ან მსგავსი. დარეგისტრირდით თქვენთვის სასურველი მაღაზიის საინფორმაციო მეილზე, მოიწონეთ Facebook-ის გვერდი და საინტერესო წინადადებები არასოდეს გამოგეპარებათ. 

გარდა პოპულარული https://blackfriday.com/ და http://www.cybermonday.com/ დღეებისა, გთავაზობთ დაზოგვისათვის მნიშვნელოვანი თარიღების ჩამონათვალს.

 

1) აშშ-ს მთავარი დღესასწაულები:
(ამერიკული ვებ გვერდებისთვის)

ახალი წელი  
მარტინ ლუთერ კინგის დღე იანვრის მესამე ორშაბათი  
პრეზიდენტის დღე თებერვლის მესამე ორშაბათი
ხსოვნის დღე მაისის ბოლო ორშაბათი
დამოუკიდებლობის დღე 4 ივლისი
შრომის დღე სექტემბრის პირველი ორშაბათი
კოლუმბის დღე ოქტომბრის მეორე ორშაბათი
ვეტერანთა დღე 11 ნოემბერი
მადლიერების დღე ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათი
შობა 25 დეკემბერი

აგრეთვე აღდგომა, დედის დღე (მაისში), მამის დღე (ივნისში), ჰალოუინი (ოქტომბრის ბოლოს).

 

2) ბრიტანეთის მთავარი დღესასწაულები:
(ბრიტანული ვებ გვერდებისთვის)

ახალი წელი  
წმ. პატრიკის დღე 17 მარტი
Bank holiday მაისის პირველი ორშაბათი
გვიანი ზაფხულის Bank holiday აგვისტოს ბოლო ორშაბათი
შობა 25 დეკემბერი
Good Friday, აღდგომა მოძრავი
მაისის დღე პირველი ორშაბათი
Boxing day 26 დეკემბერი
Bank Holiday 28 დეკემბერი
ჰალოუინი ოქტომბრის ბოლოს

 

ჩამოთვლილ დღესასწაულებთან ერთად ცხრილში მოცემულია სტატისტიკურად ყველაზე სარფიანი საყიდლები თვეების მიხედვით:

პოსტ სადღესასწაულო ფასდაკლებებით გამოირჩევა. გარდა სეზონური პროდუქციისა, ამ დროს ყველაზე ხელსაყრელია ლოგინის თეთრეულის შეძენა დიდ უნივერსალურ მაღაზიებში. მაგ.: Jcpenney.com.  იანვარი
პარფიუმერია, კოსმეტიკა თებერვალი
წინა სეზონიდან შემორჩენილი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი დიდი ფასდაკლებით, ფოტო და მცირე ზომის საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მარტი
ლეპტოპები, კომპიუტერები. აპრილი
საოჯახო სამზარეულო მოწყობილობები, ჭურჭელი. მაისი
საცურაო კოსტუმები, საზღვაო ატრიბუტიკა. ივნისი 
ინტერიერის გაფორმება, დეკორი. ივლისი
საკანცელარიო/სასკოლო პროდუქცია აგვისტო
გარდამავალი სეზონური ფასდაკლებები სექტემბერი/ოქტომბერი
დიდი საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ტექნიკა http://www.cybermonday.com/ ნოემბერი
სათამაშოები დეკემბერი