Back To Top

foto1 foto2 foto3 foto4 foto5
The first online shopping guide in Georgia

აქ მოყვანილია შესყიდვის მაგალითი Victoria's Secret-ზე რეგისტრაციიდან-შეძენამდე. 
პრინციპი უმეტესობა შემთხვევაში ერთი და იგივეა ყველა ონლაინ მაღაზიისათვის - მეტ-ნაკლები სხვაობით.

1. ვიწყებთ რეგისტრაციას

 

2. ვქმნით ანგარიშს:



3. ვავსებთ ანკეტას, სარეგისტრაციო მისამართში ირჩევა International Billing Address და Georgia:

 

4. შემდეგი ეტაპი - ნივთის შერჩევა და მომზადება საყიდლად: ზომა, ფერი, რაოდენობა, დამატება.

 

5. ნივთი მოთავსებულია ჩანთაში, არის მარაგში და მზადაა საყიდლად:

 

 

6. თუ გსურთ ამანათი მიიღოთ პირდაპირ საქართველოში, შუამავალი კომპანიის გარეშე, გზავნის მისამართში ირჩევთ "My Billing Address"-ს, თუ გადამზიდი კომპანიით - "Other Address": *

 

 

 

 

7. გზავნის მეთოდის შერჩევა ხდება იმის მიხედვით, თუ რამდენად სწრაფად გინდათ ამანათის მიღება (საერთაშორისო გზავნის მაგალითი) ეს ეხება მხოლოდ იმ ნივთებს, რომელიც მარაგშია (In-stock):

 

8. ადგილობრივი (ამერიკის ფარგლებში) გზავნის შერჩევა - როდესაც ვსარგებლობთ გადამზიდი კომპანიის სერვისით (ყველაზე იაფიანი გზავნა ჯდება 10$ - ყველა დანარჩენი თანხები ემატება ამ 10$-ს, სისწრაფის მიხედვით):

 

9. ამ ველში შეგვყავს ფასდაკლების ან უფასო გზავნის კოდი, იმის მიხედვით თუ რომელი მოგვეპოვება (თუ არ გვაქვს, ვტოვებთ ცარიელს), მოქმედებს მხოლოდ ამერიკის ფარგლებში (შიდა) გზავნის დროს:

 

 

10. შეგვყავს პლასტიკური ბარათის მონაცემები და ვასრულებთ (ვაჭერთ ყიდვის ღილაკს):

შენიშვნა: თუ ნივთი არ არის მარაგში (Backordered), ვცვლით ზომას და ფერს, სანამ არ გამოჩნდება სტატუსი - In Stock. სხვა შემთხვევაში მოცემულ ნივთს აღარ ვყიდულობთ.

 

* დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ თემაში ”როგორ გამოვიწეროთ”